Wednesday, June 6, 2012

ღვინის ექსპორტი

    ქართული ღვინის ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ღვინის ემბარგომ.  2006 წლის მარტში განხორციელებული ღვინის ემბარგოს შემდეგ ექსპორტი დაეცა დაახლოებით 15%-ით ემბარგოს წინა პერიოდის გაყიდვებს მოცულობასთან შედარებით. კრიზისის პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მკვეთრი დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ღვინის ფასია. ერთი ლიტრი ღვინის საშუალო გასაყიდი ფასი რუსეთის ემბარგომდე 1.95$- ს შეადგენდა (1.46$ ერთი ბოთლი). ხოლო 2006 წლის ღვინის ემბარგოს შემდეგ ექსპორტირებული 1 ლიტრი ღვინის ფასი 3.61$-მდე გაიზარდა (2.70$ ერთი ბოთლი). მართალია, ბოლო პერიოდში ღვინის ფასმა იკლო, მაგრამ ძალიან მცირე ოდენობით. 2007-2009 წლებში ღვინის ექსპორტის ფასი 3.10$-3.40$ შორის მერყეობდა
    სა­ქარ­თ­ვე­ლომ ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2011 წელს 38 პრო­ცენ­ტით გა­ზარ­და. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი­დან მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა ჯამ­ში 54 მლნ აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. 2011 წელს, 2010-თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან 5 მლნ ლიტ­რით მე­ტი ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.
  ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ექ­ს­პორ­ტო ათე­ულ­ში უკ­რა­ი­ნა ლი­დე­რობს, სა­დაც გა­სულ წელს 8211,9 ათა­სი ლიტ­რი ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, მე­ო­რე ად­გილ­ზეა ყა­ზა­ხე­თი - 2229,7 ათა­სი ლიტ­რი; მე­სა­მე­ზე ბე­ლა­რუ­სი - 2038,3 ათა­სი ლიტ­რი; შემ­დეგ მო­დის პო­ლო­ნე­თი - 652,1 ათა­სი ლიტ­რი; აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - 584,0 ათა­სი ლიტ­რი; ლატ­ვია - 551,0 ათა­სი ლიტ­რი; ლიტ­ვა - 506,7 ათა­სი ლიტ­რი; ჩი­ნე­თი - 451,6 ათა­სი ლიტ­რი; აშშ - 261,1 ათა­სი ლიტ­რი; ეს­ტო­ნე­თი - 230,8 ათა­სი ლიტ­რი და ა.შ. გა­სულ წელს ჯამ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან 16 822,1 ათა­სი ლიტ­რი ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.
  ექ­ს­პერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ექ­ს­პორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლი ბევ­რად უფ­რო დი­დია, ვიდ­რე დღეს ვი­ყე­ნებთ. სა­ექ­ს­პორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის აუთ­ვი­სებ­ლო­ბის მი­ზე­ზად მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ექ­ს­პერ­ტი გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს ასა­ხე­ლებს: "არა­თუ მხო­ლოდ ექ­ს­პორ­ტი­ო­რებს, არა­მედ ქარ­თულ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბას დღეს რაც აკ­ლია, ესაა "მარ­თე­ბუ­ლი ხედ­ვა, ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია და მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი". ვფიქ­რობ, ამით ყვე­ლა­ფე­რი ვთქვი, თუმ­ცა არ ვამ­ბობ, რომ ეს მხო­ლოდ სხვი­სი ბრა­ლია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ავ­სა და კარ­გ­ში მხო­ლოდ ჩვე­ნი წი­ლია."
   გა­სულ წელს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ახალ სა­ექ­ს­პორ­ტო ბაზ­რებ­ზე გა­ვი­და. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ია ჯა­ნა­ში­ას გან­ცხა­დე­ბით, 2011 წელს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და ეგ­ვიპ­ტე­ში, ავ­ს­ტ­რი­ა­ში, ერაყ­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში, კოს­ტა რი­კა­ში და იორ­და­ნი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა 2012 წლის გეგ­მებს, "მიმ­დი­ნა­რე წელს ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი ვიქ­ნე­ბით არ­სე­ბულ ბაზ­რებ­ზე ექ­ს­პორ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის გამ­ყა­რე­ბა­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბაა და­გეგ­მი­ლი 6 პრი­ო­რი­ტე­ტულ ბა­ზარ­ზე, რომ­ლე­ბიც კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ასე­ვე მოხ­დე­ბა ახა­ლი ბაზ­რე­ბის შეს­წავ­ლა და შეს­ვ­ლა. ,,ვა­პი­რებთ, სტრა­ტე­გი­ულ და ახალ ბაზ­რებ­ზე მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რა­თა ჩვე­ნი ექ­ს­პორ­ტის ზრდას უფ­რო სის­ტე­მუ­რად შე­ვუწყოთ ხე­ლი და მარ­კე­ტინ­გუ­ლი გეგ­მე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი ქვეყ­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დავ­სა­ხოთ. ჩვენ ხელს შე­ვუწყობთ, რომ ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში და სა­დე­გუს­ტა­ციო კონ­კურ­სებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე მათ და­ვეხ­მა­რე­ბით, რომ პრი­ო­რი­ტე­ტულ ბაზ­რებ­ზე ტრა­ი­დე­რებ­თან, დის­ტ­რი­ბუ­ტო­რებ­თან, მა­ღა­ზი­ე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლებ­თან, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და გაც­ნო­ბის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შ­რომ­ლონ. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს ჩვენ ნი­მუ­შე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ გერ­მა­ნი­ა­ში - დი­უ­სელ­დორ­ფის და მოლ­დო­ვა­ში - კი­ში­ნი­ო­ვის კონ­კურ­სებ­ზე და ვე­ლით შე­დე­გებს. მომ­ზად­დე­ბა სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლე­ბი ბრო­შუ­რე­ბის, კა­ტა­ლო­გე­ბის სა­ხით და მოხ­დე­ბა უფ­რო მე­ტი პუბ­ლი­კა­ცი­ის გა­კე­თე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლებ­ში. მო­ვიწ­ვევთ და ღვი­ნის ტუ­რებს ჩა­ვუ­ტა­რებთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მსოფ­ლიო დო­ნის ღვი­ნის ექ­ს­პერ­ტებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, თრე­ი­დე­რებს და მყიდ­ვე­ლებს," - ამ­ბოს ია ჯა­ნა­შია.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ ქართულმა ღვინომ აღიარება პოვამსოფლიო ბაზარზე. რამაც გამოიწვია ღვინის ექსპორტის მკვეთრი ზრდა.

ქართული ღვინის ბიზნესი

ქართული ღვინის ბიზნესი

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის 3,6 მ მილიონი ლარი დახარჯა. საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს შემდეგ, ექსპორტის მაჩვენებელი კვლავაც დაბალ

2006 წელს ქართულმა ღვინომ გასაღების მთავარი, რუსეთის ბაზარი დაკარგა. ემბარგომდე რუსულ ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით, 75% გადიოდა. ბაზრის დაკარგვამ ღვინის ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მაგალითად, თუ 2005 წელს ექსპორტზე 80 მილონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 29 მილიონ დოლარამდე დაეცა. საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლიდან ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გასაზრდელად, გარკვეული პროექტების განხორციელება დაიწყო, რაც, საბოლოოდ ღვინის ექსპორტის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის 3 მილიონ 612 ათასი ლარი გაიღო, აქედან 2 მილიონ 262 ათასი ბოლო ორ წელს დაიხარჯა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წელს მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის სახელმწიფომ 600 ათასი ლარი დახარჯა. აქედან 27 ათასი ლარი ფრანგულ ჟურნალ „Sommelier International"-ის საახალწლო ნომერში, ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას მოხმარდა. ლონდონის ღვინის მუზეუმთან ურთიერთობის აწყობა სახელმწიფოს 104 ათასი ლარი დაუჯდა. აშშ-ში მოეწყო ღონისძიებები სახელწოდებით „Discover Georgian Wines", რისთვისაც 252 ათასი ლარი დაიხარჯა.

2009 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული ღვინის პოპულარიზების სხვადასხვა ღონისძიებებისათვის 750 ათასი ლარი გამოყო, აქედან 332 ათასი დაიხარჯა. ეს თანხა სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას მოხმარდა, გარდა ამისა, 40 ათასი ლარი დაიხარჯა ლონდინში ქართული ღვინის შესახებ ჟურნალის გამოცემაზე.

2010 წელს ღვინის საერთაშორისო ბაზარზე რეკლამირებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველაზე მეტი ფული დახარჯა. ღვინის კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ლონდონისა და ტორონტოს ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე. ლონდონის ღვინის მუზეუმში ფართის საქირავებლად სახელმწიფომ 36 ათასი ლარი გადარიცხა, ჯამში, ამ ყველაფრისათვის 203 ათასი ლარი დაიხარჯა.

2010 წლის ივლისში საქართველომ „მსოფლიო ღვინის კონგრესს" უმასპინძლა. ღონისძიებისათვის 1 მილიონ 406 ათასი ლარი გამოიყო. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, „სამტრესტს" უფლება მიეცა, კონგრესისთვის მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განეხორციელებინა. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა კი ღონისძიების ორგანიზება, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კომპანია „ჯორჯიან ივენტსს" დაავალა და 1,4 მილიონი ლარი მთლიანად მას გადაურიცხა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „ჯორჯიან ივენტსის" 100%-იანი წილი, კომპანია „ჯორჯიან ჰოსპითალითი გრუპს" ეკუთვნის. ამ უკანასკნელის მეწილეთაგან ერთ-ერთი, დათუნა რაქვიაშვილი იმ დროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მეორე, საბა კიკნაძე კი ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარეა.

26 ოქტომბერს ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე ღვინის საკითხს პრემიერ მინიტრიც შეეხო, რომელმაც, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ექსპორტის საკითხი დადებითად შეაფასა. ნიკა გილაურის განცხადებით, 2010 წელს ექსპორტზე 50 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, უფრო მეტი, ვიდრე ემბარგომდე გადიოდა. მისივე თქმით, 2011 წელს ექსპორტზე უკვე 18 მილიონი ბოთლი ღვინოა გასული. მაგრამ სხვას ამბობს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია. საქსტატის მონაცემებით, 2005 წელს ექსპორტზე გასულმა ღვინის ღირებულებამ 80 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2010 წელს კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ ნახევარი, 40 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის მაქსიმალური იმპორტის მაჩვენებელი, რასაც საქართველომ ემბარგოს შემდეგ მიაღწია

Friday, May 11, 2012

ქართული ღვინო


ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნებიმევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელისმიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლიიმერეთირაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.


სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.